Accessibility links

თურქეთში ათასობით ორგანიზაციას დახურავენ საგანგებო მდგომარეობის გამო


თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოანმა მოითხოვა საგანგებო მდგომარეობის ჩარჩოებში დახუროს ათასამდე კერძო სკოლა. სკოლებთან ერთად მუშაობას შეწყვეტენ ათასობით ფონდი, ჯანმრთელობის დაცვის სამი ათასი უწყება და 15 უმაღლესი სასწავლებელი. მთავრობა ყველა დახურულ უწყებას აბრალებს, რომ კავშირი აქვთ ფეთულა გიულენთან, რომელსაც ადანაშაულებენ 16 ივლისის გადატრიალების მცდელობის მოწყობასთან. პრეზიდენტის განკარგულებით, ყველა სახელმწიფო მოხელე, რომელიც შემჩნეულია ფეთულასთან კავშირში, სამუდამოდ ჩამოშორდება სახელმწიფო სამსახურს.

XS
SM
MD
LG