Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გაჩხრიკა ანდრეი პიონტკოვსკის ბინა


მოსკოვში რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა, შესაბამისი ორდერის საფუძველზე, გაჩხრიკა პოლიტოლოგ ანდრეი პიონტკოვსკის ბინა. ბინაში პიონტკოვსკის შვილიშვილი ფილიპი ცხოვრობს. ჩხრეკა შაბათს, 23 ივლისს, დილის ექვს საათზე მოეწყო. მოგვიანებით ადგილზე მივიდა ადვოკატი მარკ ფრეიგინი. ჩხრეკის საფუძველია სტატია, რომელიც პიონტკოვსკიმ იანვარში რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ვებსაიტზე გამოაქვეყნა სათაურით: „ასაფეთქებლად გამზადებული ბომბი“. სტატია ეძღვნებოდა ჩეჩნეთში არსებულ ვითარებას. თვითონ პიონტკოვსკი უცხოეთში იმყოფება.

XS
SM
MD
LG