Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი „შურს იძიებს“ ქაბულის ტერაქტის გამო


ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ განაცხადა, რომ შურს იძიებს მათ მიმართ, ვინც თვითმკვლელური თავდასხმა მოაწყო ქაბულში, სადაც 80 ადამიანი დაიხოცა. ტერაქტი მოხდა დემონსტრაციის დროს ქაბულში, სადაც ათასობით ადამიანი, ავღანეთის ეთნიკური უმცირესობის, ხაზარების წარმომადგენლები პროტესტს გამოთქვამდნენ ელექტროგადამცემი ხაზის მარშრუტისგამო. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, აფეთქებებს ემსხვერპლა 80 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი 200-ს აღემატებააღწევს. ეს ყველაზე სისხლიანი თავდასხმაა აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის ავღანეთში შეჭრის შემდეგ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები ვერ აღწევდნენ მომხდარის ადგილთან, რადგან მთავრობამ გზები გადახერგა, რათა დემონსტრანტები პრეზიდენტის სასახლესთან არ მისულიყვნენ. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა იკისრეს "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტებმა. დემონსტრანტები მოითხოვდნენ თურქმენეთიდან ქაბულამდე გამავალი 500-კილოვატიანი ელექტროდაგამცემი ხაზის მარშრუტის გადატანას იმ რეგიონიდან, სადაც ხაზარები სახლობენ.

XS
SM
MD
LG