Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში გლოვობენ მიუნხენში მოკლულ თანამემამულეებს


კოსოვოში დღეს გლოვობენ სამ თანამემამულეს, რომლებიც მიუნხენში, 22 ივლისს მოწყობილ თავდასხმას ემსხვერპლნენ. ამ ინციდენტის დროს კიდევ ორი კოსოვოელი დაიჭრა. მიუნხენის ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრთან და შენობაში 18 წლის მიუნხენელმა, ირანული წარმოშობის გერმანელმა ტინეიჯერმა პისტოლეტით 9 ადამიანი მიკლა და 20-ზე მეტი დაჭრა. მალევე თავდამსხმელმა თავი მოიკლა. დავიდ ალი სონბოლის თავდასხმის მოტივი დადგენილი არ არის. პროკურატურის თანახმად, 2015 წელს სონბოლი ორი თვის განმავლობაში გადიოდა სტაციონარულ ფსიქიატრიულ მკურნალობას.

XS
SM
MD
LG