Accessibility links

ობამა: საგარეოპოლიტიკური საქმიანობისთვის ტრამპს მომზადება აკლია


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის წინადადება, რომ ვაშინგტონმა თავი უნდა შეიკავოს ნატოელი პარტნიორების დაცვისგან, თუ მათ რუსეთი დაესხა თავს, აჩვენებს, რომ ტრამპს აკლია მომზადება საგარეოპოლიტიკური საქმიანობისთვის. ტელეკომპანია სიბიესთან ინტერვიუში ობამამ დასძინა, რომ ტრამპის ნათქვამი არღვევს ალიანსის უმთავრეს პრინციპს. ნატოს წევრებზე გარედან თავდასხმის შემთხვევაში, ალიანსის მეხუთე მუხლის თანახმად, ეს თავდასხმა, ყველაზე თავდასხმაა. ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, თუ პრეზიდენტი გავხდი, ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, სანამ გადავწყვეტდე, დავიცვა თუ არა ისინი, ჯერ შევამოწმებ, შეასრულეს თუ არა ამ ქვეყნებმა თავიანთი საფინანსო ვალდებულება ნატოს წინაშეო.

XS
SM
MD
LG