Accessibility links

სირიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა დაბობმა საავადმყოფოები


სირიელი აქტივისტები იტყობინებიან, რომ ქალაქ ალეპოში მთავრობის ავიაციამ დაბომბა ოთხი საავადმყოფო, რითაც საფრთხე შეექმნა 200 ათასამდე ადამიანის სამედიცინო მომსახურებას. ამავე ცნობის თანახმად, დაბომბვის შედეგად დაღუპულ ხუთ პირს შორის ერთი ბავშვიც არის. დამოუკიდებელ ექიმთა ასოციაცია, რომელიც ალეპოს საავადმყოფოებს ეხმარება, იტყობინება, რომ დაბომბვის ერთ-ერთი სამიზნე სისხლის საწყობი იყო. ბავშვთა საავადმყოფოში ორი დღის ბავშვი მოკვდა მას მერე, რაც შეწყდა ჟანგბადის მიწოდება. "წითელმა ჯვარმა" ცნობას „სულისშემძვრელი“ უწოდა. სირიის ავიაცია, რუსეთის ავიაციასთან ერთად ბომბავს ხოლმე ობიექტებს, სადაც გამაგრებული არიან სირიის მთავრობის მოწინააღმდეგე ძალები.

XS
SM
MD
LG