Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა აღიარა ირანული წარმოშობის ამერიკელის დაპატიმრება


ირანმა დაადასტურა, რომ დააკავა ირანული წარმოშობის ამერიკელი, რომელმაც ოჯახი მოინახულა. ეს ირანში ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა დაპატიმრების ბოლო შემთხვევაა. ირანის ისნას სააგენტოს მოჰყავს სამართლდამცველი უწყების წარმომადგენლის, ღოლამ ჰოსეინ მოჰსენი ეჯეჰის სიტყვები, რომ აშშ-ის მოქალაქე დააპატიმრეს გორგანში, მაგრამ მიზეზი არ განუმარტავს. მისი ცნობით, დაკავებული პირი თეირანში გადაიყვანეს გამოძიების მიზნით. ეს ცნობა მოჰყვა აშშ-ის მთავრობის განცხადებას, რომ ირანში ივლისში დააკავეს კალიფორნიაში მცხოვრები რობინ შაჰინი, აშშ-ში 1998 წელს გადასახლებული პირი. მისი მეგობრების ცნობით, ის გორგანში დააკავეს, როცა დედა მოინახულა. ოჯახმა უცხოეთის მედიას განუცხადა, რომ შიშობს, რომ შაჰინი დააკავეს იმის გამო, რომ კრიტიკა გამოთქვა ირანში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გამო. იანვარში თეირანმა გაათავისუფლა ოთხი პირი და ისინი აშშ-ში დაკავებულ ირანელებზე გაცვალეს.

XS
SM
MD
LG