Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ხვდება


საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარეობს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის შეხვედრა. დახურულ კარს მიღმა შეხვედრას წინ უძღოდა პაპუაშვილის განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს ზოგიერთ მოსამართლეზე ზეწოლის შესახებ. გასულ კვირაში გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი პაპუაშვილს კონკრეტული მოსამართლეები არ დაუსახელებია და განაცხადა, რომ დეტალებზე საუბარს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან აპირებს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს თანამშრომლობისკენ მოუწოდა საქართველოს პროკურატურამ.

XS
SM
MD
LG