Accessibility links

აშშ-ში იწყება დემოკრატების ყრილობა, რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატს დაასახელებენ


დღეს იწყება აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ყრილობა, რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატს, სავარაუდოდ, ჰილარი კლინტონს დაასახელებენ. უშუალოდ შეკრების დაწყებამდე, დემოკრატიული პარტია რეაგირებას ახდენს ელექტრონული ფოსტით მიმოწერის გაჟონვის შედეგად ინფორმაციის გავრცელებაზე. ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიის მენეჯერის, რობი მუკის ვარაუდით, „რუსეთის სახელმწიფოს წარმომადგენლების“ ხელი ურევია დემოკრატების ელექტრონული წერილების გაჟონვაში და მიზანია საპრეზიდენტო არჩევნების დროს კლინტონის რესპუბლიკელი მეტოქის, დონალდ ტრამპის დახმარება. ტრამპს არაერთხელ ჰყავს შექებული რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ნათქვამი აქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მოსკოვთან ურთიერთობას გააუმჯობესებს. როგორც რობი მუკმა ტელეკომპანია "სი-ენ-ენ"-თან ინტერვიუში თქვა, ის არ ფიქრობს, რომ ელექტრონული წერილები შემთხვევით გამოქვეყნდა უშუალოდ დემოკრატების ყრილობის დაწყებამდე.

XS
SM
MD
LG