Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი გოცირიძე


სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი გოცირიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:36:53 0:00

25 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი გოცირიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი. მან ილაპარაკა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 21 ივლისის განცხადებაზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ზოგიერთ მოსამართლეზე სავარაუდო ზეწოლის მცდელობას ეხებოდა. გიორგი გოცირიძემ განმარტა, რომ გიორგი პაპუაშვილის ამ განცხადების საფუძველზე პროკურატურა ვალდებული იყო დაეწყო გამოძიება და პირველი საგამოძიებო მოქმედება უნდა ყოფილიყო გიორგი პაპუაშვილის დაკითხვა. ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაკითხვის შესახებ. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობის ბოლო დღეების გრაფიკის გათვალისწინებითაც, გიორგი პაპუაშვილი ჯერჯერობით ვერ დაიკითხებოდა. გიორგი გოცირიძე აღნიშნავს, რომ საზოგადოებაში შეიძლება იყოს ეჭვი გამოძიების მიუკერძოებლობის მიმართ, რადგან, არსებობს ალბათობა - გამოძიება აწარმოოს პირმა , ვინც, შესაძლოა, განახორციელა ამა თუ იმ მოსამართლეზე ზეწოლა. ამ კონტექსტში ის თვლის, რომ კიდევ ერთხელ ჩანს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აქტუალურობა, რაც კამპანია "ეს შენ გეხებას" ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. გიორგი გოცირიძე თვლის, რომ გიორგი პაპუაშვილი სწორად მოიქცა, როცა პირდაპირ სატელევიზიო ეთერში საჯარო განცხადებისას არ დაასახელა არც რომელიმე მოსამართლის ვინაობა, ვის მიმართაც ზეწოლის მცდელობა იყო და არც საქმე, რომლის მიმართაც არსებობდა არაჯანსაღი ინტერესი, რადგან ამით, შესაძლოა, დაერღვია კონკრეტული პირის, ან პირების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. იგივე პრინციპი უნდა დაიცვას გამოძიებამაც და მედიამ, რომელიც გააშუქებს გამოძიების მიმდინარეობას.

XS
SM
MD
LG