Accessibility links

logo-print

კლინტონის გუნდში ვარაუდობენ, რომ დემოკრატთა წერილების გამოქვეყნებაში რუსეთის ხელი ურევია


აშშ-ის პრეზიდენტობის სავარაუდო დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის, გუნდში ვარაუდობენ, რომ „რუსეთის სახელმწიფოს დავალებით მოქმედი პირების“ ხელი ურევია დემოკრატების ელექტრონული წერილების საჯაროდ გავრცელებაში. ეს ვარაუდი ფილადელფიაში, ტელეკომპანია „სი-ენ-ენ“-თან საუბრისას გამოთქვა კლინტონის საარჩევნო კამპანიის მენეჯერმა, რობი მუკმა. „ექსპერტები გვეუბნებიან, რომ რუსეთის სახელმწიფოს დავალებით მოქმედმა პირებმა გატეხეს დემოკრატიული პარტიის კომიტეტის (ანგარიში), მოიპარეს ეს ელექტრონული წერილები და სხვა ექსპერტები ამბობენ, რომ რუსები ამ ელექტრონულ წერილებს აქვეყნებენ, შეიძლება ითქვას, დონალდ ტრამპის დასახმარებლად. არა მგონია შემთხვევითი იყოს, რომ ეს ელექტრონული წერილები გამოქვეყნდა აქ, უშუალოდ ჩვენი ყრილობის დაწყებამდე. და ეს შემაშფოთებელია“, განაცხადა რობი მუკმა ქალაქ ფილადელფიაში, სადაც დღეს იწყება დემოკრატიული პარტიის ოთხდღიანი ყრილობა, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს დაასახელებენ. პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს, დონალდ ტრამპს არაერთხელ ჰყავს შექებული რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ნათქვამი აქვს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მოსკოვთან ურთიერთობას გააუმჯობესებს.

XS
SM
MD
LG