Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში ამოწმებენ ტერორისტულ ჯგუფებთან კავშირში ეჭვმიტანილ 60 მიგრანტს


გერმანიაში ამოწმებენ ტერორისტულ ჯგუფებთან, მათ შორის „ისლამურ სახელმწიფოსთან“, კავშირში ეჭვმიტანილ 60 მიგრანტს. გერმანიის ფედერალური პოლიციის განცხადებით, რომელიც დღეს გავრცელდა, ვარაუდობენ, რომ გერმანიაში თავშესაფრის თხოვნით ჩასულ მიგრანტებს შორის არიან ტერორისტული ორგანიზაციების ყოფილი წევრები და მხარდამჭერები, ისევე როგორც ისლამისტი დამნაშავეები. ამავე განცხადებით, პოლიციას ამჟამად არა აქვს ინფორმაცია რაიმე კონკრეტული თავდასხმის გეგმაზე. გერმანიის მედია ავრცელებს შინაგან საქმეთა მინისტრის, თომას დე მეზიეს განცხადებას, რომ გაუმართლებელი იქნებოდა, ზოგადად, ლტოლვილებზე ეჭვის მიტანა, მიუხედავად კონკრეტული შემთხვევების გამოძიებისა. დე მეზიე გამოვიდა ასევე მოწოდებით, უკეთესად იქნეს დაცული გერმანიის საზღვრები. ბოლო კვირაზე ნაკლებ დროში გერმანიაში ოთხი თავდასხმა მოეწყო, მათგან სამი - თავშესაფრის მაძიებლების მიერ. გასულ წელს გერმანიაში ჩავიდა მილიონზე მეტი მიგრანტი, უმრავლესობა ავღანეთიდან, სირიიდან და ერაყიდან.

XS
SM
MD
LG