Accessibility links

logo-print

კიევი აცხადებს, რომ კიდევ სამი ჯარისკაცი მოუკლეს აღმოსავლეთ უკრაინაში


უკრაინის სამხედრო წარმომადგენლების ცნობით, სამი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი დაიჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების ბრძოლის შედეგად. ეს ცნობა ერთ დღეში მოჰყვა კიევის განცხადებას ამავე რეგიონში ექვსი ჯარისკაცის დაღუპვის თაობაზე. უკრაინის სამხედრო პრესმდივნის, ანდრეი ლისენკოს ინფორმაციით, სეპარატისტები იყენებენ იარაღს, რომელიც აკრძალულია სამშვიდობო შეთანხმებით. თავის მხრივ, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა უკრაინის ჯარები დაადანაშაულა სეპარატისტების მიერ გაკონტროლებული ადგილების დაბომბვასა და ორი სამოქალაქო პირის დაჭრაში. რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ დონეცკში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ „დონეცკში კვლავაც დაძაბული ვითარებაა“ და განვლილი დღის განმავლობაში რეგიონს 570-ჯერ დაუშინეს ჭურვები. 2014 წლის აპრილის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის შეტაკებების შედეგად დაღუპულია 9300-ზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG