Accessibility links

logo-print

ანსბახში აფეთქება მოაწყო პირმა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ მიმდევარი იყო


გერმანიაში, ბავარიის მხარის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სირიელ ლტოლვილს, რომელმაც 24 ივლისის საღამოს თავი აიფეთქა ქალაქ ანსბახში, თავი გამოცხადებული ჰქონდა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მიმდევრად. ამასობაში, ისლამისტ ექსტრემისტებთან დაახლოებულმა საინფორმაციო სააგენტო „ამაყმა“ გაავრცელა ცნობა, რომ თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ „ჯარისკაცმა“ მოაწყო. აფეთქებამ, რომელიც ანსბახში ღია ცის ქვეშ ფესტივალისათვის გამოყოფილი ადგილის შესასვლელთან მოეწყო, 12 ადამიანი დაჭრა. როგორც ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იოახიმ ჰერმანმა განაცხადა, 27 წლის სირიელი თავდამსხმელის მობილურ ტელეფონში იპოვეს ვიდეო, რომლითაც ის ერთგულებას ჰპირდება „ისლამურ სახელმწიფოს“. მინისტრის თქმით, თავდამსხმელს ეკეთა ზურგჩანთა ასაფეთქებელი მოწყობილობით და ლითონის ნამსხვრევებით, რასაც ბევრი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა შეეძლო. თავდამსხმელს ფსიქიური აშლილობის გამო მკურნალობდნენ. ის ორი წელი ცხოვრობდა ანსბახში, მაგრამ უარი მიიღო გერმანიაში დარჩენაზე და უნდა გაეგზავნათ ბულგარეთში, სადაც თავშესაფარს მიიღებდა. ბოლო კვირაზე ნაკლებ დროში გერმანიაში ოთხი თავდასხმა მოეწყო.

XS
SM
MD
LG