Accessibility links

logo-print

ფინა-მ შვიდ რუს მოცურავეს აუკრძალა რიოს ოლიმპიადაში მონაწილეობა


საწყლოსნო სახეობების საერთაშორისო ფედერაციამ, ფინა-მ, შვიდ რუს ათლეტს აუკრძალა რიოს ოლიმპიადაში მონაწილეობა. ეს იყო პირველი ასეთი ზომა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა, არ აუკრძალოს რუსეთის მთელ ოლიმპიურ გუნდს რიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა დოპინგით სარგებლობის სახელმწიფო სისტემის გამო. ოლიმპიური კომიტეტის 24 ივლისის გადაწყვეტილებით, სპორტის კონკრეტული სახეობების ფედერაციებზეა დამოკიდებული რუსი ათლეტების ოლიმპიადაზე დაშვება, ან არდაშვება. დისკვალიფიცირებულ რუს მოცურავეებს შორის არიან ვლადიმირ მოროზოვი და ნიკიტა ლობინცევი, წინა ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლების მფლობელები. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 24 ივლისის გადაწყვეტილებას „პოზიტიური“ უწოდა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას მკაცრი კრიტიკაც მოჰყვა. მსოფლიოს ანტისადოპინგო ორგანიზაციების ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ჟოზეფ დე პენსიეს შეფასებით, ეს არის „სამწუხარო დღე სუფთა სპორტისათვის“. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რიოსთვის რუსეთის მთელი გუნდის დისკვალიფიკაციის საკითხი განიხილა მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ანგარიში, რომელშიც დასაბუთებულია, რომ რუსი სპორტსმენები სახელმწიფოს ხელშეწყობით იღებდნენ დოპინგს და მოქმედებდა ზომები დოპინგით სარგებლობის მიჩქმალვის მიზნით.

XS
SM
MD
LG