Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტს უპასუხა


საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის მეუღლის შვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მამაკაცის, მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკის ჩატარება ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში სსკ-ს 236-ემუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. მათივე განმარტებით, მინდია გოგოჭურის სახლში კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოჩნდა. საქართველოს პრეზიდენტმა 25 ივლისს განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრი ქუჩაში გააჩერეს და შემდეგ სახლში ჩაუტარეს ჩხრეკა სასამართლოს დადგენილების გარეშე მინიშნებით, რომ მომხდარი იყო ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიუღებლად მიიჩნევს საპოლიციო ღონისძიების ნებისმიერი სხვა ფორმით ინტერპრეტაციას და აცხადებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

XS
SM
MD
LG