Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატალია საბანაძე: სავიზო ლიბერალიზაციის მხრივ არანაირი დაბრკოლება არ არსებობს


ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის ნატალია საბანაძის განცხადებით, სავიზო ლიბერალიზაციის მხრივ არანაირი დაბრკოლება არ არსებობს, საკითხი პრინციპულად გადაწყვეტილია და ახლა საქმე მხოლოდ დროს ეხება. "პროცედურებს უნდა დავუბრუნდეთ სექტემბერში და ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი დადებითად გადაწყდება“ - განუცხადა ჟურნალისტებს ნატალია საბანაძემ, რომელიც თბილისში ესწრება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეხვედრას. საბანაძემ აღნიშნა, რომ კონკრეტული თარიღის დასახელებისგან ყოველთვის თავს იკავებს. „ეს არის ინსტიტუციურად რთული პროცესი, რომელშიც ჩართულია პარლამენტი, საბჭო, კომისია, ამიტომ თარიღები იცვლება. შემიძლია ვთქვა, რომ ვართ ბოლო ეტაპზე და გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში უნდა მივიღოთ,- განაცხადა ნატალია საბანაძემ.

XS
SM
MD
LG