Accessibility links

logo-print

ამერიკელი დემოკრატების ყრილობაზე ბერნი სანდერსმა მხარი დაუჭირა ჰილარი კლინტონს


ამერიკელი დემოკრატების ყრილობაზე, რომელიც ამ დღეებში ფილადელფიაში იმართება, სენტორი ბერნი სანდერსი გამოვიდა ემოციური სიტყვით პრეზიდენტობის კანდიდატად ჰილარი კლინტონის მხარდასაჭერად. ბერნი სანდერსი კლინტონის მთავარი კონკურენტი იყო პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინაციისათვის ბრძოლაში. ყრილობის პირველ დღეს ხმაური ატყდა, როცა კლინტონის დასახელებას უკმაყოფილების გამომხატველი შეძახილებით შეხვდნენ ბერნი სანდერსის მხარდამჭერები. მაგრამ სანდერსმა გამოთქვა რწმენა, რომ ჰილარი კლინტონი საუცხოო პრეზიდენტი იქნება. მან დემოკრატებს ამოცანად დაუსახა არჩევნებში პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის,დონალდ ტრამპის დამარცხება. „ჩვენი ქვეყნისათვის ამ რთულ დროში, ამ არჩევნებმა ხალხი უნდა გააერთიანოს, არ უნდა გახლიჩოს. მაშინ, როცა დონალდ ტრამპი შეურაცხყოფითა და სხვადასხვა ჯგუფების ერთმანეთთან დაპირისპირებით არის დაკავებული, ჰილარი კლინტონს ესმის, რომ მრავალფეროვნებაა ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი ძალა“, - განაცხადა ბერნი სანდერსმა დემოკრატების ყრილობაზე, რომელზეც მოსალოდნელია, რომ ჰილარი კლინტონს ოფიციალურად დაასახელებენ შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატად. პრეზიდენტის არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG