Accessibility links

9 აგვისტოს რუსეთში გაიმართება პუტინისა და ერდოანის შეხვედრა


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი მომავალ თვეში რუსეთს ეწვევა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად. ეს იქნება ორი ლიდერის პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ურთიერთობის მკვეთრად გაუარესება გამოიწვია შარშან თურქეთის მიერ რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდებამ. ბოლოხანს ურთიერთობა გაუმჯობესების გზას ადგას. თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუს" ცნობით, ვიცე-პრემიერმა მეჰმეტ შიმშეკმა 26 ივლისს განაცხადა, რომ ერდოანის და პუტინის შეხვედრა 9 აგვისტოს სანქტ-პეტერბურგში გაიმართება. ამ თვეში პუტინმა ერდოანს დაურეკა 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მხარდაჭერის დასადასტურებლად.

XS
SM
MD
LG