Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში მოკლეს ეკლესიაში მძევლად აყვანილი მღვდელი


საფრანგეთში ორმა თავდამსხმელმა ცივი იარაღით მოკლა მღვდელი, რომელიც ეკლესიაში მძევლად ჰყავდა აყვანილი. ცნობების თანახმად, პოლიციელებმა ორივე თავდამსხმელი მოკლეს. ჯერ არაფერს იუწყებიან მათ ვინაობასა და მოტივებზე. თავდასხმა მოეწყო ჩრდილოეთში მდებარე ნორმანდიის რეგიონში, ქალაქ სენტ-ეტიენ-დუ-რუვრეში. როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, პიერ ანრი ბრანდემ უთხრა ჟურნალისტებს, ორი პირი დღეს დილას შევიდა ეკლესიაში და მძევლად აიყვანა იქ მყოფი ხუთი ადამიანი. "(რაღაც მომენტში) ორი თავდამსხმელი ეკლესიიდან გამოვიდა და ნეიტრალიზებული, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულ იქნა პოლიციის მიერ“, განაცხადა ბრანდემ. იუწყებიან აგრეთვე, რომ ერთი მძევალი მძიმედ არის დაჭრილი. მომხდარს იძიებს საფრანგეთის ანტიტერორისტული საგამოძიებო შენაერთი. მძევლებს შორის იყვნენ მღვდელი, ორი მონაზონი და მლოცველები. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა თავდასხმის ადგილს მიაშურეს. ვატიკანმა დაგმო მღვდლის „ბარბაროსული მკვლელობა“. ეკლესიაზე თავდასხმას „ბარბაროსული“ უწოდა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმაც. იერიშის ფონია განგაშის უმაღლესი საფეხური, რომელიც საფრანგეთში ძალაში რჩება მას შემდეგ, რაც ტუნისელი თავდამსხმელი 14 ივლისს სატვირთო მანქანით შეიჭრა ნიცაში შეკრებილ ხალხში და 84 ადამიანი მოკლა. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა.

XS
SM
MD
LG