Accessibility links

logo-print

კერიმ და ლავროვმა ისაუბრეს სირიაში უფრო მჭიდროდ თანამშრომლობაზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი იმედოვნებს, რომ აგვისტოს დასაწყისში გამოაცხადებს სირიაში რუსეთთან უფრო მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობისა და სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის გეგმას. კერიმ ამ საკითხზე ისაუბრა 26 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრა გაიმართა ლაოსში, სამხრეთ აზიის ქვეყნების წარმომადგენლების შეკრების პარალელურად. გეგმით, ვაშინგტონი და მოსოკოვი გაცვლიან სადაზვერვო ინფორმაციას ალ-ყაიდის მოკავშირე ალ-ნუსრის ფრონტის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების კოორდინაციისათვის და სირიის საჰაერო ძალებს აუკრძალავენ არარადიკალ მეამბოხეებზე თავდასხმას. როგორც კერიმ უთხრა ჟურნალისტებს, ბოლო დღეებში წინსვლას მიაღწიეს გეგმაზე მუშაობის დასასრულებლად. მანამდე სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კერისთან ერთად განიხილა ზომები, თუ როგორ უნდა განასხვავონ სირიაში მებრძოლ ტერორისტებსა და ზომიერ ოპოზიციონერებს შორის.

XS
SM
MD
LG