Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა პასუხისმგებლობა საფრანგეთში ეკლესიაზე თავდასხმაზე


საფრანგეთში ორმა თავდამსხმელმა, რომელსაც ერთგულება ჰქონდა გამოცხადებული ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოსათვის“, კათოლიკურ ეკლესიაში მღვდელი მოკლა. ეკლესიაზე თავდასხმა დღეს მოეწყო ჩრდილოეთში მდებარე ნორმანდიის რეგიონში, ქალაქ სენტ-ეტიენ-დუ-რუვრეში. როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, პიერ ანრი ბრანდემ უთხრა ჟურნალისტებს, თავდამსხმელები 26 ივლისის დილას შევიდნენ ეკლესიაში და მძევლად აიყვანეს იქ მყოფი ხუთი ადამიანი. "(ერთ მომენტში) ორი თავდამსხმელი ეკლესიიდან გამოვიდა. ისინი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა პოლიციამ“, - განაცხადა ბრანდემ. საფრანგეთის მედიის ცნობით, კათოლიკე მღვდელს, 84 წლის ჟაკ ამელს,თავდასმხმელებმა ყელი გამოჭრეს. იუწყებიან აგრეთვე, რომ დააკავეს ერთი ეჭვმიტანილი და რომ ერთი მძევალი მძიმედ არის დაჭრილი. მომხდარს იძიებს საფრანგეთის ანტიტერორისტული საგამოძიებო შენაერთი. მძევლებს შორის იყვნენ მღვდელი, ორი მონაზონი და მლოცველები. საფრანგეთის პრეზიმდენტმა, ფრანსუა ოლანდმა, რომელიც ადგილზე ჩავიდა, მომხდარს უწოდა "ამაზრზენი ტერორისტული თავდასხმა". ვატიკანმა მომხდარი „ბარბაროსულ მკვლელობად“ შეაფასა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა „ისლამურმა სახელმწიფომ“ რომელმაც მკვლელებს თავისი „ჯარისკაცები" უწოდა.

XS
SM
MD
LG