Accessibility links

logo-print

დააპატიმრეს ავღანეთში ნატოს ჯარის თურქი გენერლები


თურქეთში პუტჩის მცდელობის შემდგომი რეპრესიები გრძელდება. ამ ქვეყნის ხელისუფლების მოთხოვნით დუბაიში დააპატიმრეს ორი მაღალი რანგის სამხედრო პირი, რომლებიც ავღანეთში ნატოს ჯარის მისიაში მსახურობენ. თურქეთის მედიის ცნობით, გენერალ- მაიორი,მეჰმეთ ჩაჰით ბაქირი და ბრიგადის გენერალი, შენერ თოფუჩი დააკავეს არაბთა გაერთიანებული საამიროებში, დუბაის აეროპორტში, ეჭვის საფუძველზე, რომ კავშირი ჰქონდათ თურქეთში პუტჩის მცდელობასთან. ბაქირ ავღანეთში თურქეთის ჯარების სარდალია. თოფუჩი თურქეთის სახმელეთო ჯარების დანიშვნის დეპარტამენტის მეთაური. დაკავება მოხდა ორი ქვეყნის სამსახურებს შორის თანამშრომლობით. ავღანეთში ნატოს ჯარების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თურქეთის კონტინგენტი განაგრძობს თავისი მისიის შესრულებას.

XS
SM
MD
LG