Accessibility links

logo-print

პროკურატურაში მოწმის სტატუსით გამოსაკითხად დაიბარეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები


საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს მოწმის სტატუსით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა გამოკითხვა. პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმად, ზოგიერთი მოსამართლის მიმართ არსებობს ზეწოლისა და შანტაჟის მცდელობა. მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით გამოსაკითხად 13 საათისთვის იყო დაბარებული თავად პაპუაშვილიც, თუმცა, როგორც მან განაცხადა, პროკურატურაში მხოლოდ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მივა.

XS
SM
MD
LG