Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბილ კლინტონი: ჰილარი ამერიკას გააძლიერებს


აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა მოუწოდა დემოკრატებს და ამერიკულ საზოგადოებრიობას, მხარი დაუჭირონ მის მეუღლე ჰილარის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში. ექს-პრეზიდენტის განცხადებით, თუ ჰილარი გახდება ამერიკის პირველი ქალი პრეზიდენტი, ის ქვეყანას გააძლიერებს. ბილ კლინტონის გამოსვლა მთავარი მოვლენა იყო დემოკრატების ოთხდღიანი ყრილობის მეორე დღეს და მას თვალი მილიონობით ადამიანმა ადევნა. მანამდე, სამშაბათს საღამოს, ფილადელფიაში მიმდინარე დემოკრატიული პარტიის ყრილობამ ჰილარი კლინტონი დაასახელა პარტიის კანდიდატად აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. კლინტონი პირველი ქალია აშშ-ის ისტორიაში, ვისაც ეს პატივი ერგო.

XS
SM
MD
LG