Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში მართლმადიდებელთა სადავო მსვლელობის მონაწილეები კიევში ჩავიდნენ


კიევში შეიკრიბა ათასობით მართლმადიდებელი, რომელიც მონაწილეობდა კიევის რუსეთში ქრისტიანობის მიღების 1028-ე წლისთავთან დაკავშირებით მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ორგანიზებულ სადავო მსვლელობაში. 9000-მდე ადამიანი მოგროვდა უკრაინის დედაქალაქში, სხვადასხვა რეგიონიდან რამდენიმეკვირიანი მსვლელობის შემდეგ. ღონისძიების მონაწილეების დასაცავად უსაფრთხოების მკაცრი ზომები მოქმედებს მუქარის გამო, რომლითაც გამოდიან კიევის საპატრიარქოს მხარდამჭერი უკრაინელი ნაციონალისტები. ისინი მსვლელობას მიიჩნევენ მოსკოვის მიერ ორგანიზებულ პროვოკაციად. მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდამჭერების მსვლელობას მფარველობს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელი კირილე. ხოლო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერმა, ფილარეტმა, კიევში ჟურნალისტებთან საუბრისას გამოთქვა მოსაზრება, რომ მსვლელობების მიზანია უკრაინის საზოგადოებაში და ეკლესიებს შორის დაპირისპირება.

XS
SM
MD
LG