Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას


საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას. ასეთია აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ საზოგადოებრივი აზრის მორიგი გამოკვლევის შედეგი, რომელიც 27 ივლისს გამოქვეყნდა. ევროკავშირში ინტეგრაციას გამოკითხულების 72%, ნატოში ინტეგრაციას კი 64% ემხრობა. ხოლო გამოკითხულთა 29% ფიქრობს, რომ უფრო სასარგებლო იქნება ევროპულ და ევროატლანტიკურ ამბიციებზე უარის თქმა „რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების“ სანაცვლოდ. „ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხების“ ჩამონათვალში კვლავაც პირველ ადგილს ინარჩუნებს „სამუშაო ადგილები“ - (56 %); მეორე ადგილზე სახელდება სიღარიბე (29 %), მესამეზე - „ტერიტორიული მთლიანობა“ (28 %). NDI–ის ახალი გამოკვლევა 8 ივნისიდან 6 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა, გამოიკითხა 4113 ადამიანი.

XS
SM
MD
LG