Accessibility links

logo-print

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არ შეუშვეს პოლიციის განყოფილებაში მყოფ თავდამსხმელებთან


სომხეთის პოლიციამ ჯანდაცვის მინისტრი, არმენ მურადიანი, არ შეუშვა ერევანში პოლიციის განყოფილებაში, რომელსაც უკვე რამდენიმე დღეა აკონტროლებენ შეიარაღებული პირები. მათ წუხელ მძევლად აიყვანეს სასწრაფო დახმარების ბრიგადის ოთხი თანამშრომელი. მურადიანის პრესმდივნის, ანაიტ აიტაიანის განცხადებით, მინისტრს სურდა ვითარების განმუხტვა და ადგილზე გარკვევა ვითარებაში, მაგრამ არ მიეცა ამის საშუალება. პოლიცია აცხადებს, რომ უშიშროების მოსაზრებებიდან გამომდინარე არ შეუშვა მინისტრი შეიარაღებულ პირებთან. 17 ივლისის დილას, სულ ცოტა, 10 შეიარაღებული პირი შეიჭრა ერებუნის რაიონის პოლიციის განყოფილებაში. თავდამსხმელები მოითხოვენ ჯგუფ „დამფუძნებელი პარლამენტის“ დაპატიმრებული ლიდერის, ჟირაირ სეფილიანის, გათავისუფლებას და პრეზიდენტ სერჟ სარქსიანის გადადგომას. სომხეთის ხელისუფლება არ აპირებს შეიარაღებულ პირთა მოთხოვნების შესრულებას და მათ იარაღის დაყრისაკენ მოუწოდებს.

XS
SM
MD
LG