Accessibility links

logo-print

რუსეთი სულ მცირე 250 სპორტსმენს გაგზავნის რიოს ოლიმპიადაზე


რუსეთი აცხადებს, რომ 250-ზე მეტ სპორტსმენს გაგზავნის რიოს ოლიმპიადაზე, რაც 100 კაცით ნაკლებია პირვანდელ შემადგენლობასთან შედარებით. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსი ათლეტების ოლიმპიადაზე დაშვება-არდაშვების საკითხი ცალკეული სახეობების საერთაშორისო ფედერაციებს მიანდო. ფედერაციებმა თავიანთი გადაწყვეტილებით დაახლოებით 100 რუს სპორტსმენს ჩამოართვეს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება, რასაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „მიზანმიმართული კამპანია“ უწოდა. თუმცა, რუსეთის ლიდერს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ფედერაციას თვლის ამ კამპანიის ინიციატორი. რიოს ოლიმპიადაში მონაწილე რუსეთის ნაკრების ზუსტი სია 31 ივლისამდე გახდება ცნობილი. ამის შესახებ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრ ჟუკოვმა განაცხადა და დასძინა, რომ ჯერჯერობით ყველა საერთაშორისო ფედერაციას არ გამოუტანია საბოლოო დასკვნა

XS
SM
MD
LG