Accessibility links

logo-print

მთავარ პროკურატურაში მეორე დღეა მიმდინარეობს მოსამართლეთა გამოკითხვა


საქართველოს მთავარ პროკურატურაში მეორე დღეა მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა გამოკითხვა. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის საჯარო განცხადების საფუძველზე. მოსამართლე ქეთევან ერემაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პირადად მასზე ზეწოლა არ ყოფილა. „თუმცა არასწორი იქნება იმის თქმა, რომ რაც ბატონმა პაპუაშვილმა გააჟღერა, პირველად გავიგე და არაფერი ვიცოდი“, - განაცხადა ერემაძემ. მისი თქმით, გიორგი პაპუაშვილი შეწუხებული იყო ერთ-ერთი მოსამართლისგან მიღებული ინფორმაციით და ეს კოლეგებსაც გაუზიარა.

XS
SM
MD
LG