Accessibility links

logo-print

ობამამ კლინტონს ყველაზე „კვალიფიციური“ პრეზიდენტობის კანდიდატი უწოდა


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ჰილარი კლინტონი ყველაზე უფრო „კვალიფიციური“ პრეზიდენტობის კანდიდატია და ბევრად აღემატება მის რესპუბლიკელ მეტოქეს. „მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქვეყნის ისტორიაში აშშ-ის პრეზიდენტის პრეტენდენტთა შორის არ ყოფილა ჰილარი კლინტონზე უფრო კომპეტენტური ადამიანი, არც ქალი და არც კაცი, არც მე და არც ბილ კლინტონი",- განაცხადა ობამამ ფილადელფიაში აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე. 27 ივლისს ყრილობაზე ობამამ მოუწოდა ამერიკელებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიონ ჰილარი კლინტონი, რათა მან „დაასრულოს ის სამუშაო“, რაც ბარაკ ობამამ 8 წლის წინ წამოიწყო.

XS
SM
MD
LG