Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ალეპოში ჰუმანიტარულ დერეფანს გახსნის


სირიის მთავრობის მთავარი მოკავშირე, რუსეთი აცხადებს, რომ სირიის მთავრობასთან ერთად ხსნის ჰუმანიტარულ დერეფანს, რათა ალეპოში მყოფ მოსახლეობას ქალაქის დატოვების საშუალება მისცეს. ამავე გზით გასვლა შეეძლებათ მებრძოლებს, რომლებიც იარაღს ჩააბარებენ. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადება მოჰყვა სირიის სამთავრობო ჯარის მიერ ალეპოს გარშემო არეალზე კონტროლის გაძლიერებას. ამ არეალებში მეამბოხეები არიან გამაგრებული. ალეპოში 250 ათასამდე ადამიანი იყო ალყაში მოქცეული. შოიგუს თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ჩაფიქრებული აქვს ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული ოპერაცია, რომელიც დაიწყება ალეპოს გარშემო და რომლის მიზანი ტერორისტების ტყვეობაში მყოფი 250 ათასი ადამიანის გამოხსნა და დახმარების გაწევაა მათთვის, ვისაც იარაღის ჩაბარებას სურს. იტყობინებიან, რომ შვეულმფრენებმა რეგიონში ჩამოყარეს საინფორმაციო ფურცლები, სადაც მარშრუტები იყო მითითებული.

XS
SM
MD
LG