Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არ შეუშვა შეიარაღებულ თავდამსხმელებთან


სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრ არმენ მურადიანს 27 ივლისს პოლიციამ არ მისცა შესაძლებლობა შეხვედროდა შეიარაღებულ პირებს, რომლებსაც უკვე მეორე კვირაა დაპყრობილი აქვთ პოლიციის რაიონული ქვეგანყოფილება. ერევანში უკიდურესად დაიძაბა ვითარება მას შემდეგ, რაც პოლიციის შენობაში გამაგრებულმა შეიარაღებულმა პირებმა 27 ივლისს მძევლად აიყვანეს სასწრაფო დახმარების ოთხი თანამშრომელი. ექიმთა მძევლად აყვანას წინ უძღოდა სროლა ერევნის პოლიციის იმ შენობასთან, სადაც კვირაზე მეტია იმყოფებიან ოპოზიციური მოძრაობის, „სომხეთის დამფუძნებელი პარლამენტის“ შეიარაღებული მხარდამჭერები. „ჩვენ პირველ ყოვლისა, შეშფოთებული ვიყავით დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობით, რადგან მათი უმეთვალყურეოდ დატოვება უკიდურესად სახიფათო იქნებოდა,“ - განაცხადა ანაიდ აიტაიანმა, სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის პრესმდივანმა განაცხადა, რომ მინისტრი არმენ მურადიანს სურდა განემუხტა სიტუაცია და პირადად გაცნობოდა ვითარებას, რის საშუალებაც მას არ მიეცა.

XS
SM
MD
LG