Accessibility links

logo-print

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პროკურატურაში მივიდა


საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე შეხვდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს. პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ გიორგი პაპუაშვილის საჯარო განცხადების საფუძველზე. დღეს პროკურატურაში იმყოფებოდა მოსამართლე ქეთევან ერემაძე, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პირადად მასზე ზეწოლა არ ყოფილა, თუმცა, იცის მათი ვინაობა, ვისზეც ხდებოდა ზეწოლა.

XS
SM
MD
LG