Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხიდაშელმა და ზაქარეიშვილმა დატოვეს მინისტრების პოსტები


ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა უთხრა ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესდნენ, თუ რატომ არ ესწრებოდნენ ”რესპუბლიკელი” მინისტრები 28 ივლისს გამართული მთავრობის სხდომას. „ ისინი ასრულებენ იმ პირობას, რაც ”რესპუბლიკურმა პარტიამ” და მინისტრებმა საზოგადოებას მივეცით, რომ ისინი საარჩევნო პოლიტიკურ პროცესში იქნებიან ჩართულნი. არის რაღაც რამდენიმე დღიანი პროცედურა, რომელიც დასამთავრებელია. ისინი მინისტრები არ არიან,”-განაცხადა დავით ბერძენიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში. რესპუბლიკურმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათი პარტიის წარმომადგენლები - თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხების სახელწმიფო მინისტრი პაატა ზქარეიშვილი,- თვის ბოლოს დატოვებდნენ თანამდებობას. რაც შეეხება გარემოს დაცვის მინისტრს, გიგლა აგულაშვილს - ის გაემიჯნა რესპუბლიკურ პარტიას და მთავრობაში მუშაობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

XS
SM
MD
LG