Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის გახსნაში


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიადის გახსნაში. პრეზიდენტი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ბრაზილიაში მომავალ კვირაში გაემგზავრებიან. საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ამ რეგიონში გიორგი მარგველაშვილის პირველი ვიზიტი ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე დასწრების გარდა, ითვალისწინებს შეხვედრებს სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან. თენგიზ ფხალაძის თქმით, ოლიმპიური თამაშები ის უნიკალური ფორმატია, სადაც ბევრი ქვეყნის მეთაური იყრის თავს, მათ შორის, იმ სახელმწიფოებიდან, რომლებთანაც საქართველოს არა აქვს მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების ინტენსიური გაცვლა. პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის ინფორმაციით, ბრაზილიაში გიორგი მარგველაშვილის დატვირთული ვიზიტი ითვალისწინებს ურთიერთობების განვითარებასაც ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის იმ ქვეყნებთან, რომელთაგან საქართველოს სურს მეტი მხარდაჭერა ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მიმართ.

XS
SM
MD
LG