Accessibility links

logo-print

თურქეთის არმიაში მიმდინარე წმენდა აფერხებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას


არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ თურქეთის არმიის რიგებში დაწყებული მასობრივი წმენდა აფერხებს თანამშრომლობას აშშ-ის შეიარაღებული ძალების და დაზვერვის წარმომადგენლებთან, რომლებიც საბრძოლო ოპერაციებს ახორციელებენ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ . ამის თაობაზე აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჯეიმს კლაპერმა და აშშ-ის არმიის სპეციალური ოპერაციების ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ჯოზეფ ვოტელმა განაცხადეს, კოლორადოში, ასპენის უსაფრთოხების საერთაშორისო ფორუმზე. ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნების თქმით, თურქეთის ციხეებში აღმოჩნდა მრავალი თურქი ოფიცერი, რომლებიც ამერიკელ სამხედროებთან ერთად მონაწილეობდნენ „ისლამური სახელწმიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში. 15 ივლისის სამხედრო პუტჩის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა 1700-მდე სამხედრო პირი, მათ შორის 360-მდე გენერალი და ადმირალი.

XS
SM
MD
LG