Accessibility links

უკრაინა უგულებელყოფს ყირიმზე დონალდ ტრამპის განცხადებებს


უკრაინის ელჩი გაეროში დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის სიტყვებს ყირიმის თაობაზე. ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მზადაა, განიხილოს ყირიმის რუსეთის ნაწილად ცნობის საკითხი. საერთაშორისო საზოგადოება გმობს რუსეთს მიერ ყირიმის ანექსიას და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ბატონი ტრამპი ჯერჯერობით არ არის აშშ-ის პრეზიდენტი. თანაც არსებობს გაეროს ცნობილი რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და, დარწმუნებული ვარ, აშშ-ის ყველა შემდეგი პრეზიდენტი სრულად სცემს პატივს ამ გადაწყვეტილებებს“, განაცხადა გაეროში უკრაინის ელჩმა ვოლოდიმირ იელჩენკომ. 28 ივლისს ნიუ-იორკში უკრაინის დელეგაციამ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, დაეგმო რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც ყირიმის ოლქი სამხრეთის ფედერალურ ოლქს შეუერთდა.

XS
SM
MD
LG