Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის არმიამ დაკარგა კონტროლი ქვეყნის ტერიტორიების კიდევ ხუთ პროცენტზე


ავღანეთის ხელისუფლებამ იანვარ-მაისის პერიოდში ქვეყნის ტერიტორიების ხუთ პროცენტზე დაკარგა კონტროლი, მიუხედავად ვაშინგტონის გადაწყვეტილებისა, რომ მომავალ წელსაც დატოვოს ავღანეთში 9 ათასამდე ჯარისკაცი. ავღანეთის რეკონსტრუქციის სპეციალური გენერალური ინსპექტორის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მაისში ავღანეთის ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიების 65,6 %-ს აკონტროლებდა, რაც ხუთი პროცენტით ნაკლებია იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ავღანეთში აშშ-ის არმიის სარდლის ჯონ ნიკოლსონის თანახმად, თალიბანის კონტროლის ქვეშ გადასული ტერიტორიების უდიდესი ნაწილი სასოფლოა. კვლევის მიხედვით, მიზეზი იმისა, რის გამოც ვერ მოხერხდა ამ პოზიციების შენარჩუნება, არის ის, რომ ავღანეთის არმიას ბრძოლა უხდება არა მხოლოდ თალიბანის, არამედ ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი „ისლამური სახელმწიფოსა“ და უზბეკეთის ისლამური მოძრაობის გასამხედროებული ჯგუფების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG