Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI-ს გამოკითხულთა 57%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას მომავალ არჩევნებში


აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI-მ) გამოაქვეყნა მისი დაკვეთით ჩატარებული, საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკვლევის პოლიტიკური ნაწილი. გამოკვლევის თანახმად, შეკითხვას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, გამოკითხულთა 67%-მა უპასუხა, რომ „სავარაუდოდ მიიღებდა“, 33% კი, სავარაუდოდ, არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. ამავე გამოკვლევით, გამოკითხულთა 57%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემდა ხმას, 38%-ს გადაწყვეტილი აქვს, 3%-მა არ იცის, და 1%-მა პასუხზე უარი თქვა. იმ რესპონდენტებიდან, ვისაც გადაწყვეტილება მიღებული აქვს, 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 26% − ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 7% − „პატრიოტთა ალიანსს“, 6% − მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისთვის“, სხვა პარტიებს − 11%, არც ერთს − 2%, არ იცის 6%-მა და პასუხზე უარი თქვა გამოკითხულთა 10%-მა. ყველა გამოკითხული რესპონდენტიდან „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა 17%, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას − 13%, მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისთვის“ − 4%, „პატრიოტთა ალიანსს“ − 3%, სხვა პარტიებს − 7%, არც ერთს − 5%, არ იცის 38%-მა და შეკითხვაზე უარი თქვა 14%-მა. არჩევნებზე სავარაუდოდ წამსვლელთა შორის 19% ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას“, ხოლო 14% − ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. NDI-ს გამოკვლევას აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი.

XS
SM
MD
LG