Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი შეხვდება შუა აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი ერთობლივ შეხვედრას გამართავს შუა აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან სამ აგვისტოს, ვაშინგტონში. შუა აზიის საკითხებში კერის მეორე მოადგილის, დენიელ როზუნბლიუმის თანახმად, შეხვედრა გაიმართება აშშ-ის და შუა აზიის ქვეყნების დიალოგის ახალ ფორმატში,რომლის სახელწოდებაა „სი 5 პლუს ერთი“. კერი ამ ფორმატში ერთ შეხვედრას უკვე ესწრებოდა სამარყანდში, უზბეკეთში, შარშან ნოემბერში რეგიონში მოგზაურობისას. სამარყანდის შეხვედრის თემები იყო რეგიონული უსაფრთხოება, საერთო საფრთხე და ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მხარდაჭერა. ნოემბრის ვიზიტი იყო კერის პირველი ვიზიტი ყოფილ საბჭოთა შუა აზიაში, სადაც ავტორიტარული მმართველები დომინირებენ.

XS
SM
MD
LG