Accessibility links

რუსეთმა „გუგლი“ გაკიცხა ყირიმის უკრაინული ტოპონიმების გამოყენებისთვის


რუსეთმა ინტერნეტ-გიგანტი „გუგლი“ გაკიცხა ყირიმის გეოგრაფიული სახელებისა და ქუჩების უკრაინული ვერსიის გამოყენების გამო. ყირიმი რუსეთმა უკანონოდ დაიკავა 2014 წელს. „გუგლ მეპსმა“ თავის რუკაზე ყირიმის 900-მდე გეოგრაფიული სახელის უკრაინული ვერსიები დაიტანა უკრაინის მიერ შარშან მიღებული კანონის შესაბამისად. რუსეთის კავშირგაბმულობის მინისტრის, ნიკოლაი ნიკიფოროვის თქმით, ეს არაშორსმჭვრეტელური პოლიტიკაა. მან იმედი გამოთქვა, რომ „გუგლი“ შეცდომას "გამოასწორებს". რუსეთში "გუგლის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ფირმა აპირებს რუსული დასახელებების დატანას „გუგლის“ რუსული ვერსიის რუკებზე. მისივე თქმით, რუკის რუსულ ვარიანტზე ყირიმის გეოგრაფიული დასახელებების ძველ, რუსულ ვერსიებს დაიტანენ.

XS
SM
MD
LG