Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიოლნში რუს გულშემატკივრებს განაჩენი გამოუტანეს ჩხუბის გამო


გერმანიის ქალაქ კიოლნში დაკავებულ, ფეხბურთის ოთხ გულშემატკივარს რუსეთიდან, განაჩენი გამოუტანეს ესპანელ ტურისტებზე თავდასხმის გამო. საქალაქო სასამართლომ მათ პირობითი ვადა, ერთი წლიდან ათ თვემდე მიუსაჯა. რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქის საქმეს სასამართლო განიხილავს 17 აგვისტოს. მისი ადვოკატის თქმით, მას ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია. რუსი გულშემატკივრები დააკავეს 16 ივნისს, როცა ისინი, პოლიციის თანახმად, კიოლში თავს დაესხნენ სამ ესპანელ ტურისტს, რომლებიც ანტიფაშისტურ ლოზუნგებს არიგებდნენ. ისინი საფრანგეთიდან,ე ვროპის ჩემპიონატიდან ბრუნდებოდნენ. 11 ივნისს მარსელში გაიმართა მასობრივი შეტაკება ინგლისელ და რუს გულშემატკივრებს შორის. ათობით პირი დაშავდა, ერთი ინგლისელი გულშემატკივარი კომაში ჩავარდა და შემდგომ გარდაიცვალა. ათეულობით რუსი მოქალაქე დააკავეს, სამს სხვადასხვა ვადით სასჯელი გამოუტანეს არეულობაში მონაწილეობისთვის.

XS
SM
MD
LG