Accessibility links

აშშ-ის დიპლომატები რუსეთს უკრაინის სამშვიდობო გეგმის ჩაშლაში ადანაშაულებენ


აშშ-ის ორმა დიპლომატმა, რომლებიც უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარებაზე მუშაობენ, დაადანაშაულეს რუსეთი, რომ სეპარატისტ მეომრებს ამარაგებს საწვავით და იარაღით და უსაფრთხოების ვითარების გაუარესებას უწყობს ხელს. ელჩმა დენიელ ბერმა, ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელმა და უკრაინაში ვაშინგტონის ელჩმა, ჯეფრი პაიატმა, ეს განაცხადეს ვენიდან სატელეფონო ბრიფინგის დროს. მათი ბრიფინგი გაიმართა მას მერე, რაც უკრაინაში ეუთოს სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელმა, ერტუგრულ აპაკანმა და ეუთოს საგანგებო წარგზავნილმა უკრაინაში, მარტინ საიდიკმა ეუთოს საპარლამენტო საბჭოს ანგარიში წარუდგინეს უკრაინის ვითარების შესახებ. ბერმა განაცხადა, რომ აშშ და ეუთოს სხვა წევრები მზარდ შეშფოთებას გამოთქვამენ, მათი თქმით, იმის გამო, რომ რუსეთის საქმე და სიტყვა ერთმანეთს დაშორებულია.

XS
SM
MD
LG