Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გუგლ მეპსმა“ ყირიმის რუკაზე საბჭოთა პერიოდის ტოპონიმები აღადგინა


ინტერნეტ-გიგანტმა, „გუგლმა” აღადგინა თავის საინტერნეტო რუკებზე რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის საბჭოთა პერიოდის გეოგრაფიული სახელები მას მერე, რაც რუსეთი განარისხა იმის გამო რომ ტოპონიმები უკრაინული ვერსიით შეცვალა კიევში მიღებული კანონის თანახმად. „გუგლ მეპსმა“,მცირე ხნით დაიტანა თავის რუკებზე 900-მდე გეოგრაფიული დასახელება, რომლებსაც უკრაინის გეგმით, მიანიჭებენ ყირიმის ქალაქებს და ქუჩებს. უკრაინამ შარშან მიიღო ე.წ. დეკომუნიზაციის კანონი, რომელიც კრძალავს საბჭოთა სიმბოლიკას. ამ ქმედებას რუსეთმა „რუსოფობიური“ უწოდა. თუმცა,უკრაინის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ადგენს, რომ ახალი სახელები ძალაში შევა, როცა კიევი აღადგენს თავის კონტროლს ყირიმზე. ყირიმი რუსეთმა უკანონოდ დაიკავა 2014 წელს. რუსეთის კავშირგაბმულობის მინისტრმა, ნიკოლაი ნიკიფოროვმა, „გუგლის“ მიერ გატარებული თავდაპირველი ცვლილების საპასუხოდ განაცხადა, რომეს „არაშორსმჭვრეტელური“ პოლიტიკაა,მან იმედი გამოთქვა, რომ „გუგლი“ შეცდომას "გამოასწორებს". ამის შემდეგ რუსეთში "გუგლის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ფირმამ ძველი დასახელებები აღადგინა. არა მხოლოდ რუსულ, არამედ უკრაინულ ვერსიაზეც. უკრაინის ახალი კანონის თანახმად, მაგალითად, საბჭოთა პერიოდის დასახელება, სოვიეტკი,უნდა გადაკეთებულიყო იჩკიდ და კრასნოგვარდეისკი - ყურმანად. არაერთი ტოპონიმი, რომელსაც უკრაინა ფიქრობს აღადგინოს ყირიმში,თათრული წარმოშობისაა.

XS
SM
MD
LG