Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი ესტუმრა სლოვენიას


29 ივლისს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეწვია სლოვენიას. ვიზიტის ფონია ევროკავშირთან და ნატოსთან მოსკოვის დაძაბული ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ სლოვენია, როგორც ევროკავშირისა და ნატოს წევრი, რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს ახორციელებს, ის მოსკოვთან მაინც ახერხებს მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებას. სლოვენიაში პუტინი მოინახულებს პირველი მსოფლიო ომის მემორიალს და შეხვდება პრეზიდენტ ბორის პაჰორს, რომელმაც რუსეთის ლიდერის ვიზიტს უწოდა „დიალოგისა და ნდობის“ განმტკიცების შესაძლებლობა. ევროპელი დიპლომატები შიშობენ, რომ რუსეთი ევროპის ზოგიერთი ქვეყნის, მათ შორის სლოვენიის, ლობირებით, ცდილობს, შიგნიდან დაასუსტოს ევროკავშირი.

XS
SM
MD
LG