Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს ადანაშაულებენ ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიაზე შეტევაში


აშშ-ის მედიის თანახმად, პრეზიდენტობის დემოკრატიული კანდიდატის ჰილარი კლინტონის კამპანიის საიტზე ჰაკერული შეტევა რუსეთმა განახორციელა. მას შემდეგ, რაც ვიკილიკსმა 22 ივლისს 19 ათასზე მეტი მესიჯი გამოაქვეყნა, პოსტიდან გადადგა დემოკრატთა ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარე დები ვასერმან შულცი. როგორც აშშ-ის სადაზვერვო უწყების ოფიციალური და დამოუკიდებელი ექსპერტები ვარაუდობენ, ამ უკანასკნელი ჰაკერული თავდასხმის სამიზნე იყო დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტი და დემოკრატიული პარტიის კონგრესის საარჩევნო კომიტეტი. ხოლო თავდასხმა სავარაუდოდ განახორციელეს ჰაკერულმა ჯგუფებმა, რომელთა უკანაც რუსეთის მთავრობა დგას. თავდამსხმელებმა დატოვეს ნაკვალევი, რაც ცხადყოფს, რომ მათ მხოლოდ რუსეთის მთავრობასთან შეიძლებოდა ჰოქნოდათ კავშირი.

XS
SM
MD
LG