Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის ადმინისტრაცია: თავდაცვის მინისტრად დავით ბაქრაძის დანიშვნა არ იგეგმება


ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის თავდაცვის მინისტრად შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით, ამის შესახებ იუწყება „ინტერპრესნიუსის" სააგენტო. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა, რომელიც უწყებას 2015 წლის მაისიდან ხელმძღვანელობდა, რესპუბლიკური პარტიის სიით არჩევნებში მონაწილეობის გამო, 29 ივლისს გადადგომის თხოვნით მიმართა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. ამის შემდეგ, მედიაში გავრცელდა ცნობა მინისტრის პოსტზე დავით ბაქრაძის შესაძლო დანიშვნის თაობაზე. საქართველოს მთავრობაში განმარტავენ, რომ ბაქრაძე გუნდის მნიშვნელოვანი წევრია და უაღრესად მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს ამჟამინდელ თანამდებობაზე.

XS
SM
MD
LG