Accessibility links

logo-print

სომხეთში შეტაკებებში დაშავდა 75 პირი, 20 კაცი დააპატიმრეს


29 ივლისს ერევნის ცენტრში პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად დაშავდა, სულ ცოტა, 75 კაცი. იუწყებიან, რომ პოლიციამ დააკავა 20 დემონსტრანტი, რომლებიც, სავარაუდოდ, მხარს უჭერდნენ ერევნის პოლიციის შენობაში გამაგრებულ შეიარაღებულ პირებს. შეტაკების დროს, ნიღბიანმა პოლიციელებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის სამ ჟურნალისტს. რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა თომას კენტმა დაგმო ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმა და მოუწოდა სომხეთის ხელისუფლებას, უზრუნველყოს ჟურანლისტების უსაფრთხოება. სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა გამოძიებულ იქნება. სომხეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 17 ივლისის დილას, სულ ცოტა, ათი შეიარაღებული პირი შეიჭრა ერებუნის რაიონის პოლიციის განყოფილებაში. თავდამსხმელები მოითხოვენ „დამფუძნებელი პარლამენტის“ დაპატიმრებული ლიდერის, ჟირაირ სეფილიანის, გათავისუფლებას და პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის გადადგომას.

XS
SM
MD
LG