Accessibility links

დონეცკის ოლქში სეპარატისტები იარაღით დაემუქრნენ ეუთოს დამკვირვებლებს


ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში განაცხადეს, რომ დონეცკის ოლქის ერთ-ერთ სოფელში მათ იარაღით დაემუქრნენ. ორგანიზაციის განცხადებით, ინციდენტი 29 ივლისს მოხდა სოფელ ლუკოვოსთან, სადაც დამკვირებელები ცდილობდნენ, შეესწავლათ ინფორმაცია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ახალი ფაქტის თაობაზე. შეიარაღებულმა პირებმა, რომლებიც კამუფლირებულ ჯიპში ისხდნენ, იარაღის მუქარით აიძულეს ეუთოს დამკვირვებლები, უკან გაბრუნებულიყვნენ.

XS
SM
MD
LG